შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს

facebook.com/evelinachokheli

თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი გუშინ წარუდგინა.

შსს-ს ცნობით, გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო.

"მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში", - აღნიშნავს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებსაც შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს.

"შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა", - აცხადებს შსს.

კომენტარები