თბილისის მერია

ალექსიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა

amerikiskhma.com

თბილისის მერიამ დეველოპერულ კომპანია „აპექს ჯგუფს", რომელიც ალექსიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, პროექტის დარღვევისთვის 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

პროექტის დარღვევის გარდა, კომპანიის მიმართ მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაწყებული აქვს წარმოება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ამ ეტაპზე სწავლობენ.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდაზე და მიეცა რეკომენდაცია, შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები.

მერიაში აცხადებენ, რომ მზად არიან ღია დისკუსიისთვის.

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს.

კომენტარები