ხანძარი

ბორჯომის რაიონში ტყე იწვის

ტელეკომპანია ბორჯომი

ბორჯომის რაიონში, სოფელ დვირთან, ტყეში ხანძარი გაჩნდა. როგორც ტაბულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცნობეს, ხანძარი 5-6 ჰექტარ ფართობს მოედო. ამჟამად ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 11 მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციაში დამატებითი ძალების ჩართვა იგეგმება.

შსს-ს ცნობთ, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სსკ 187 (ნივთის განადგურება) მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები