ქართული ოცნება

კალაძე: ივანიშვილი ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელი წინასაარჩევნო პროცესი

პრეზიდენტი ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს. პრეზიდენტი რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელი წინასაარჩევნო პროცესი.

 

ვიცეპრემიერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე. კერძოდ, მარგველაშვილმა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაა.

კომენტარები