სტიქია თბილისში

კალაძე: არავის მივცემთ საშუალებას, დაიბრალოს, ეს ჩვენი, ყველას ბრალია

ძალიან რთულია, რომ კიდევ ერთი გარდაცვლილი შეემატა ამ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს დედაქალაქს თავს დაატყდა. რაც შეეხება დაბრალებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავის არაფერს არ დავაბრალებთ. ეს არ არის გასული წლები, როგორც ხდებოდა და დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს და არავის მივცემთ იმის საშუალებას, დაიბრალოს. როგორც ჩვენ მოვისმინეთ დღეს ბატონი ზურას, ზოოპარკის დირექტორის განცხადება, ის გამოვიდა და აღიარა, რომ იყო მისი ბრალი. ეს ყველას ჩვენი ბრალია და უნდა ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა. თუ წარმატება არის გუნდური და ჩვენ ყველა ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, ის შეცდომებიც, რომლებიც ამ რთულ პერიოდში შეიძლება მოგვივიდეს, ესეც უნდა გადავინაწილოთ ყველამ.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაზე 17 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები