საქართველოს ეკონომიკა

საქსტატი: 2014 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციები 54%-ით გაიზარდა

საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) $349 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 61%-ით აღემატება, ხოლო დაზუსტებულ მონაცემებს 54%-ით.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტლის უმსხვილეს ინვესტორებს შორის მოხვდნენ:

აზერბაიჯანი - 24%;

ნიდერლანდები 19%;

გაერთიანებული სამეფო - 19%;

ჩინეთი - 11%;

იაპონია - 6%;

აშშ-6%;

პანამა - 5%;

ლუქსემბურგი - 4%.

2014 წლის მეოთხე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის (26%). მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია (25%), საფინანსო სექტორზე - 22%, სასტუმროები და რესტორნები - 8%; დამამუშავებელი მრეწველობა -6%, სამთომოპოვებითი მრეწველობა - 4%, ხოლო ენერგეტიკაზე - 2%.

მთლიანად 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის უმსხვილეს ინვესტორებს შორის მოხვდნენ:

ნიდერლანდები - 26%;
აზერბაიჯანი - 24%;
ჩინეთი - 15%;
გაერთიანებული სამეფო - 9%;
ლუქსემბურგი - 7%;
აშშ - 6%;
თურქეთი - 5%;
რუსეთი - 5%.

2014 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის (27%). მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია (23%). დამამუშავებელი მრეწველობა (13%), ენერგეტიკა (8%), უძრავი ქონება (7%), საფინანსო სექტორზე განხორციელებული ინვესტიციების 6% მოდის, ხოლო სამთომოპოვებით მრეწველობაზე - 4%.

უცხოური ინვესტიციების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. თუმცა როგორც ჩანს ამ ინვესტიციებმა ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია. 

დღესვე ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის მეოთხე კვარტალში და მთლიანად 2014 წელს შემოსული უმსხვილესი ინვესტორების ნუსხა წარმოადგინა.

კომენტარები