პრემიერთან ერთად ჩვენ ვიმსჯელეთ მოსალოდნელ ზრდაზე, გავაკეთეთ სტრესტესტები ყველა მიმართულებით - ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის მიმართულებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ იმპორტი უკვე იწყებს კორექტირებას და ამასაც, რა თქმა უნდა, ექნება ორივე მხრივ ზეგავლენა - ერთის მხრივ, სავალუტო დაწოლის კუთხით ლარის კურსზე და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზეც. ვინაიდან ეს მოხმარებას ეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-დან 2.5%-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება ეკონომიკური ზრდა, რეალური ზრდა მაქვს მხედველობაში 2015 წლის განმავლობაში.
tbl.ge/sxl
დაკოპირდა
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი P.S.-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა
- დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%–ით გაიზარდა, წლიური ზრდა 7% იყო – საქსტატი
- საქსტატი: მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა
- საქსტატი: ეკონომიკა პირველ კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა
- აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა – საქსტატი