- ვინ გეგმავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას - ხელისუფლება არეულობის მოსალოდნელ საფრთხეზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. საბურავებისა და მაიდნის სცენარის განმეორების გეგმებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გახმაურებული ინტერვიუების შემდეგ, მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ამჯერად ახალი მინისტრი საუბრობს. ვახტანგ გომელაური პირობასაც დებს, რომ არ დაუშვებს ისეთ არეულობას, როგორიც უკრაინაში მოხდა. ამჯერადაც ბუნდოვანი რჩება, რა ინფორმაცია უდევს საფუძვლად მსგავს განცხადებებს,
- სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს - ამ სოფლის მიმდებარედ რუსი ოკუპანტები მცოცავ ოკუპაციას განაგრძობენ, სოფლის მცხოვრებლების თქმით კი სახელმწიფოს წარმომადგენლები ჯარიაშენში არ ჩადიან. სოფლიდან მშვიდობიან მოსახლეებსაც იტაცებენ, თუმცა პაატა ზაქარეიშვილი იქ ჩასვლის აუცილებლობას მაინც ვერ ხედავს.
- ყოფილი მთავარი პროკურორი, მამუკა გვარამია პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას საქმზე დაკითხეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ გვამარმიამ თქვა, რომ მას 2 დღის წინ მიცემული ჩვენების დადასტურება მოსთხოვეს. მთავარმა პროკურატურამ მას და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს, როსტომ ლაზარიას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.
- როგორც მოსალოდნელი იყო, პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში მისი ზრდის ტემპზე აისახება - ჯერ-ჯერობით უცნობია, რა იქნება 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუმცა, ის ნაკლები იქნება, ვიდრე აქამდე დაგეგმილი 5%, რაზეც გათვლილია კიდეც წლევანდელი ბიუჯეტი. „4 პროცენტზე მეტი" - ასეთია ამჟამად ფინანსთა მინისტრის პროგნოზი. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის დაწევას, წესით, ბიუჯეტის კორექტირებაც უნდა მოჰყვეს.
- ლარის გაუფასურების კონკრეტულ შედეგები შეიძლება მოსახლეობამ ცოტა ხანში უფრო მეტად იგრძნოს - ბუნებრივი აირის ზრდას, შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოჰყვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გაზის ტარიფზე მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
ფოკუსი




