ტერაქტი პარიზში

პარიზში, ქოშერულ მაღაზიაში მინიმუმ 4 მძევალი დაიღუპა

telegraph.co.uk

სამართალდამცავთა წყაროს მიხედვით, პარიზში, ქოშერულ მაღაზიაში მინიმუმ 4 მძევალი დაიღუპა.

სპეცოპერაციის შედეგად, მაღაზიაში 6 აფეთქება მოხდა, რასაც ტერორისტი მამაკაცის ლიკვიდაცია მოჰყვა. ამ დროისთვის უცნობია მისი თანხმლები მეგობარი ქალის მდგომარეობა.

პარელალურად სპეცოპერაცია მოეწყო ქალაქ დამატენ ან გუიელში, სადაც სამართალდამცავებმა საწყობში გამაგრებული ტერორისტი ძმები მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კუაჩებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

ძმებმა კუაჩებმა  სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე ტერაქტი განახორციელეს, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები