ალექსეი ნავალნის საქმე

ალექსეი ნავალნი შინაპატიმრობის პირობების შესრულებას აღარ აპირებს

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შინაპატიმრობის პირობების შესრულებაზე უარს აცხადებს. 30 დეკემბერს სასამართლომ ნავალნის სამ-ნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. შესაბამისად, ოპოზიციონერის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენება უკანონოა. ოპოზიციონერი იმასაც აპროტესტებს, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მას ჯერ არ ჩაბარებია.

ნავალნიმ შინაპატიმრობის რეჟიმი 30 დეკემბერს ერთხელ უკვე დაარღვია, როდესაც მის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მივიდა.

ამიერიდან ნავალნი, მისი განცხადებით, სახლის დატოვებას და სამსახურში სიარულს აპირებს. ნავალნის გარდა, სასამართლომ განაჩენი მის ძმას ოლეგს გამოუტანა, მას სამ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ნავალნი ამ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

კომენტარები