დიდი ოცეულის სამიტი

კამერონი: თუ რუსეთი პოზიტიურ მიდგომას აჩვენებს, სანქციები შესაძლოა გაუქმდეს

REUTERS

რუსეთის ქმედებებს უკრაინაში შესაძლოა მის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება მოჰყვეს. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კამერონმა ავსტრალიაში, დიდი ოცეულის სამიტის წინ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. "თუ რუსეთი პოზიტიურ მიდგომას აჩვენებს, სანქციები შესაძლოა გაუქმდეს", - აღნიშნა კამერონმა. რუსეთის ქმედებები ასევე ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებოტმა დაგმო.

სამიტისათვის მზადების პარალელურად, ავსტრალიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო გემების დაჯგუფება გამოჩნდა, რამაც ადგილობრივი მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის სამხედრო გემებზე მეტად მას უკრაინაში შექმნილი ვითარება - სამშვიდობო ხელშეკრულების შეუსრულებლობა და რუსეთიდან შეიარაღების მიწოდება აღელვებს, რის შესახებაც საუბარს ვლადიმირ პუტინთან აპირებს. 

კომენტარები