პოლონეთი-რუსეთის ურთიერთობა

რადოსლავ სიკორსკიმ პუტინის წინადადების შესახებ საკუთარი განცხადება უარყო

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

პოლონეთის სეიმის სპიკერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინიტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უარყო საკუთარი განცხადება იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი პოლონეთის პრემიერს უკრაინის დანაწევრებაში მონაწილეობას სთავაზობდა. სტატია სიკორსკის კომენტარებით გამოცემა პოლიტიკომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. სიკორსკის თქმით, შეხვედრა, რომელზეც იგი საუბრობდა, არ ყოფილა და ინტერვიუში მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული. 

"ინტერვიუ არაავტორიზებული იყო და ადგილი  ჰქონდა ინტერპრეტაციას. მე მეხსიერებამ მიღალატა და გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოსკოვში პრემიერ ტუსკისა და პრეზიდენტ პუტინის ორმხრივი შეხვედრა არ ყოფილა" - აცხადებს სიკორსკი.

კომენტარები