რუსთავი 2

კალაძე: იმედია, რუსთავი 2 კანონიერ პატრონს დაუბრუნდება, მოვა ამის დროც ალბათ

ეს არის აბსურდი, სიცრუე და ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს თავის სტილს. თავიანთი პოლიტიკა დამყარებულია სიცრუესა და დემაგოგიაზე და ეს სიახლე არ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლებია, ჩვენ ამას ვუყურებთ, ამ შოუებს, რასაც ისინი აკეთებენ. ჩვენ გავიხსენოთ თუნდაც 2012 წელი, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა, კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში, როგორი შავი პიარი მიმდინარეობდა და ეს გრძელდება ფაქტიურად, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან. მაშინ ჯერ კიდევ თავიანთი ტელევიზიების მეშვეობით ახორციელებდნენ ამ ყველაფერს, რუსთავი 2 და მაშინ იმედი, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახს უგულავას მეთაურობით ჩამოართვეს და მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში იყო და დღეს რუსთავი 2 დარჩა მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში და მისი, ასე რომ ვთქვათ, მეპატრონე გახლავთ მისი ახლო მეგობარი, კიევში ერთად სწავლობდნენ, ბატონი ყარამანაშვილი. მაგრამ იმედია, რუსთავი ორიც თავის მეპატრონეს დაუბრუნდება, მოვა ამის დროც ალბათ. 

განაცხადა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ გადაცემაში პოლიტიკის დრო. მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა, რომლის მიხედვითაც, უკრაინიდან დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან კახა კალაძის დავალებით გააპარეს.

კომენტარები