გიგი უგულავას საქმე

კალაძე: ბატონ უგულავას ბევრ კონკრეტულ თემაზე მოუწევს განმარტებების გაკეთება

დიდი ხანია, მიმდინარეობს გამოძიება ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი კონკრეტული თემაა, რომელზეც ბატონ უგულავას მოუწევს განმარტებების გაკეთება, პასუხის გაცემა. მე არ მომისმენია საგამოძიებო უწყების განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს და როდესაც მოვუსმენ, ალბათ, უფრო საფუძვლიან განცხადებას გავაკეთებ.

განაცხადა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკავების შეფასებისას.

კომენტარები