ტერაქტი ჩინეთში

ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში ტერაქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

Ng Han Guan / AP

ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში ტერაქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 90-ზე მეტი დაშავდა.

დილის 7 საათზე, ბაზრის მახლობლად ხალხმრავალ ქუჩაზე ორი ავტომობილი ხალხის მასას შეეჯახა, შეჯახების შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობაც ამოქმედდა.

ურუმჩი სინძიან-უიღურის ოლქის დედაქალაქია. რეგიონის მოსახლეობის 45 პროცენტს მუსლიმი უიღურები შეადგენენ, რომელთა ნაწილი დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდის.

2009 წელს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არეულობების შედეგად ურუმჩიში 150 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები