უკრაინის კრიზისი

სლავიანსკში პრორუსულმა დაჯგუფებამ ეუთო-ს დამკვირვებლები გაიტაცა

theguardian.com

უკრაინაში პრორუსმა აქტივისტებმა ეუთო-ს დამკივრვებლები გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ქალაქ სლავიანსკთან უცნობმა პირებმა ავტობუსი გააჩერეს, რომელშიც ეუთო-ს 7 წარმომადგენელი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი მოსამსახურე იმყოფებოდა და ისინი უშიშროების ადგილობრივი განყოფილების შენობაში გადაიყვანეს. ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ქალაქის თვითმარქვია მერმა ვიაჩესლავ პონომარიოვმა რუსულ სააგენტო ინტერფაქსთან საუბრისას დაადასტურა, რომ გატაცებულები პრორუსული დაჯგუფების ხელში იმყოფებიან. პონომარიოვის თქმით, ავტობუსში საბრძოლო მასალები იქნა აღმოჩენილი და მისთვის უცნობია, არიან თუ არა დაკავებულთა შორის ეუთო-ს დამკვირვებლები.

დღეს საღამოს უკრაინელმა ძალოვნებმა ქალაქ სლავიანსკთან რუსი ინტერვენტების კიდევ ერთი ბლოკ-საგუშაგო გაანადგურეს. უშიშროების სამსახურის ცნობთ, ძალოვნები ქალაქის ბლოკირებას განაგრძობენ, რათა სლავიანსკში ახალი შეიარაღებისა და მებრძოლების შესვლა არ დაუშვან.

მანამდე ხელსუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქის შტურმი არ იგეგმება, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში არ აღმოჩნდეს.

კომენტარები