უკრაინის კრიზისი

ლავროვი და კერი უკრაინაზე ვერ შეთანხმდნენ

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი
Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის კრიზისი მოგვარების გზებზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, მხარეებს შორის "რჩება უთანხმოებები და სიტუაციის საერთო ხედვა არ არსებობვს". თუმცა, საუბარი „სასარგებლო იყო".

სერგეი ლავროვის განცხადებთ, უკრაინაში არ იღებენ საჭირო ზომებს მართლწესრიგის დასაცავად და "მემრჯვენე რადიკალების" ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც პროვოკაციებს აწყობენ და ძალადობას მიმართავენ.

ლავროვმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმით, რომ 21 თებერვალს ოპოზიციასა და პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილი შეთახმება არ სრულდება (დოკუმენტი იანუკოვიჩის პრეზიდენტის პოსტზე დეკემბრამდე დატოვებას ითვალისწინებს). რუსი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი პატივს სცემს „ყირიმელი ხალხის ნებას" რომელიც 16 მარტისთვის დანიშნულ რეფერენდუმზე გამოვლინდება, რომელიც რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითზე იმართება.

დასავლეთის ქვეყნების წინადადებას უკრაინის საკითზე საკონტაქტო ჯგუფის შემქნის თაობაზე ლავროვმა მიუღებელი უწოდა , რადგან, მისი თქმით, „უკრანასთან დიალოგისთვის ახალი საერთაშორისო სტრუქტურა საჭირო არ არის".

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოავლეთ რეგიონებში სამხედრო ინტერვენციას არ გეგმავს. მაგრამ, მისი თქმით უკრაინაში მცხოვრები ყველა წარმომავლობის ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს.

რაც შეეხება ყირიმის, მისი განცხადებთ, მას რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მოსკოვს ამ რეგიონის ანექსია აქვს დაგეგმილი. „იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა პრეცედენტები საერთაშორისო სამართალში - და ისისნი არსებობს, ვაცხადებ, რომ ყირიმი რუსეთისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კომორი საფრანგეთისთვის და ფოლკლენდი დიდი ბრიტანეთისთვის", - განაცხადას ლავროვმა და დასავლელ პარტნიორების მოუწოდა ყირიმის პრობლემა „ისტორიისგან იზოლირებულად არ განიხილონ".

„თუ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა, ყირიმი კიდევ უფრო განსაკუთრებული შემთხვევაა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები