სენატორმა მარკო რუბიომ მერაბიშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა

Marco Rubio
Reuters

ფლორიდას სენატორი, მარკო რუბიო ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმიანება და განხადებას ავრცელებს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის დაკავების გამო. “წლების განმავლობაში საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელს წარმოადგენდა რეგიონში. მე ღრმად შეშფოთებული ვარ, ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებით.” სენატორი წუხს, რომ გასული წლის არჩევნებიდან დღემდე 100-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. 

სენატორი მიიჩნევს, რომ წინასწარი პატიმრობა მერაბიშვილის შემთხვევაში არ იყო საჭირო. "ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მთავრობამ მსგავს ტაქტიკას და საშუალებებს არ მიმართოს ოპოზიციის შესავიწროვებლად". სხვა შემთხვევაში, სენატორი ფიქრობს, რომ გაჩნდდება კითხვები საქართველოს ჩრტილოატლანტიკურ დემოკრატიულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. 

სენატორი მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადოს კანონის უზენაესობის დაცვას და პირობას დებს, რომ ის მომავალში იმუშავებს თავის კოლეგებთან ერთად, რათა ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს და საქართველო თავისუფლების შუქურად დარჩეს რეგიონში.

კომენტარები