კინემატოგრაფია

რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა წერილი გაავრცელა

დღეს რეჟისორ ოთარ იოსელიანის წერილი გავრცელდა სადაც ის დადებითად აფასებს ეროვნული კინოცენტრის მუშაობას და სრულ თანადგომას უცხადებს. ის მიიჩნევს, რომ ბოლო ათეული წლების განმავლობაში მომხდარი ქართული კინემატოგრაფიის აღორძინება, უეჭველი შედეგია ეროვნული კინოცენტრის მოღვაწეობის და მის მიერ საავტორო კინოს აქტიური მხარდაჭერისა. იოსელიანი დადებითად აფასებს კინოცენტრის გუნდის მოღვაწეობის შედეგებს და თვლის, რომ სწორედ მათ ჩაანაცვლეს კინოკავშირი. ოთარ იოსელიანი საქართველოს ”ევრიმაჟში” გაწევრიანებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აცხადებს.

''არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართულ კინოზე თანხების გამოყოფა, მოსკოვის კინო კომიტეტის ნებართვით ხდებოდა. “გოსკინო“ ამტკიცებდა სცენარებს, აკონტროლებდა ფილმების შინაარსობრივ და ფინანსურ მხარეს, “გოსკინო“ აქირავებდა კიდევაც ჩვენს ფილმებს რუსეთში და სხვა რესპუბლიკებში, ყიდიდა საზღვარგარეთ, მოგების ნაწილს კი რუსულ და სხვა რეგიონალურ კინემატოგრაფიას ახმარდა. რა არის ეს თუ არა კო-პროდუქციის სისტემა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით? ბოლო ბოლო, ძლივს მოვიცილეთ თავიდან ამ დაწესებულების ქართულ ფილმებზე იდეოლოგიური და შემოქმედებითი მხარის კონტროლი.“ - წერს ოთარ იოსელიანი. რეჟისორის განცხადებით, კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი „არცერთი კლანის დიქტატს არ ემორჩილებოდა“ და მის ამ პოსტზე მუშაობის გაგრძელებას მხარს უჭერს.

დღეს თამარ ტატიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ მეორე ვადით დანიშვნის შეთავაზების შემთხვევაში, ამ თანამდებობას მაინც დატოვებს, რადგან ამ რეჟიმით მუშაობა, პირად ცხოვრებაში ხელს უშლის. ტატიშვილი კინოცენტრთან სხვა კუთხით თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ოთარ იოსელიანის წერილი შეგიძლიათ ფოტოვერსიების საშუალებით იხილოთ.

კომენტარები