გამოფენა

ჰოლივუდის კოსტუმები

ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი რომელიც თავისი შემეცნებითი ექსპოზიციებით ცნობილია ბლოკბასტერ გამოფენას- ‘ჰოლივუდის კოსტუმები’ ამზადებს.

კოსტუმების მხატვრები ისტორიკოსები,მთხრობელები, სოციალური ცვლილებების კომენატოტერები და ხშირად ანთროპოლოგებიც  კი არიან. ფილმები  უმეტეს შემთხვევაში ადამინების შესახებაა და კოსტუმის დიზაინი მთავარ როლს თამაშობს გმირების გაცოცხლებაში.გამოფენა ‘ჰოლივუდის კოსტუმები’ ნათლად ასახავს  თუ როგორ იქმნებოდა  ჰოლივუდის დაუვიწყარი  სახეები.

გმოფენა  ჰოლივუდში ერთი საუკუნის განმავლობაში 1912-2012 წლებში შექმნილ 100 საკულტო კინოგმირს წარმოგვიდგენს. გამოფენა  სამ გალერეას მოიცავს და გამოფენილი ექსპონატების უმეტესობა პირველად იქნა კალიფორნიის დაცული არქივებიდან გამოტანილი.

 

კომენტარები