გამოფენა

ექსპოზიცია EXTRA LARGE

EXTRA LARGE- ეს სახელი შეარქვეს მონაკოში, გრიმალდი ფორუმის 4,000კვადრატული მეტრის საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილ უჩვეულო გამოფენას, სადაც ყველა ექსპონანტის მთავარი კრიტერიუმი შთამბეჭდავი სიდიდეა.

 ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეოე საუკუნის ისეთი მხტვრებისა და სკულპტორების გიგანტური ზომის ნამუშევრები, როგორებიც არიან ხუან მირო, მატა, ფრან სტელა, სემ ფრანსისი, იოზეფ ბოისი, კრისტიან ბოლტანსკი, დანიერ ბურენი და აშ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პარიზის პომპიდუს ცენტრის ორმოცდაათამდე მონუმენტალური ნამუშევარი, მათ შორის რამოდენიმეს ფართო საზოგადოება პირველად იხილავს. ორგანიზატორების თქმით ეს თავბრუდამხვევი გამოფენაა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ხელახლა აღმოაჩინოს XX საუკუნის დიდი ხელოვანების შემოქმედება.

გამოფენა 23 ივლისს მონაკოს პრინცმა გახსნა და 2012 წლის სექტემბრამდე გასტანს.

 

კომენტარები