აშშ

აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ ახალგაზრდა მიგრანტებს დეპორტაცია აღარ ემუქრებათ

აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ ემიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად 16 წლის ასაკამდე ჩავიდნენ შესაძლოა მუშაობის ნებართვა მიეცეთ. ისინი აგრეთვე, თავიდან აიცილებენ დეპორტაციას. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

ახალი ინიციატივის თანახმად, 16-დან 30 წლამდე  ასაკის ადამიანებს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში 5 წლის განმავლობაში უწყვეტად  უცხოვრიათ, დეპორტაცია აღარ ემუქრებათ.

უწყების წარმომადგენლის, ჯანეტ ნაპოლიტანოს განმარტებით, ”აშშ-ში არსებული კანონები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეული შემთხვევებისთვის ახლებული ვერსიები შემუშავდეს.”

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აშშ-ში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ლათინოსების ხმების მიზიდვაა.

 

კომენტარები