ივანიშვილი: როგორც ნებიერად მოვიდა გაზაფხული, ისე ნებიერად დადგება შემოდგომა

'გპირდებით, როგორც ნებიერად მოვიდა გაზაფხული, ასევე ნებიერად დადგება შემოდგომა და გპირდებით, ის იქნება უხვმოსავლიანი,'- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე სამოქალაქო რეესტრის მიერ გავრცელებულ დასკვნაზე კომენტარი თანამებრძოლ ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს მიანდო.

”21 აპრილს, როდესაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ პარტიას, იქნება თუ არა საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ავალდებულებს პრეზიდენტს, ბატონ ბიძინას მისცეს საქართველოს მოქალაქეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს უარყოფითი პასუხი სამი გარემოებით: ტერორისტობით, სახელწიფო დანაშაულით, ან საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი ბრალდებებით,“ - განაცხადა კბილაშვილმა.

5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ პარტიას 21 აპრილს დააფუძნებს.

ვიდეო - მირიან ტორონჯაძე

კომენტარები