ფიგურული სრიალი

ელენეს მეორე ბრინჯაო

22 წლის ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის ბრინაჯოს პრიზიორი გახდა: ინგლისის ქალაქ შეფილდში მან 165,93 ქულა დააგროვა და მხოლოდ იტალიელ კაროლინა კოსტნერს და ფინელ კიირა კორპის ჩამორჩა!

ორი წლის წინ, 2010 წლის ევროპირველობაზე, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ელენემ კარიერაში პირველად მოიგო კონტინენტის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი - ამ მიღწევით ის პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზამთრის სპორტულ სახეობებში პოდიუმზე ასვლა შეძლო!

კაროლინა კოსტნერისთვის ეს მეოთხე ევროტრიუმფია, ვაჟთა შორის ოქროსმედალოსანმა, რუსმა ევგენი პლიუშჩენკომ კი ტიტული მეშვიდედ მოიგო!

 

 

კომენტარები