ჩილეში პროტესტი ჩაახშეს

სანტიაგოში, ჩილე, სადაც სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ, პოლიცია მათ კვლავ დაუპირისპირდა.

ათასობით სტუდენტი სანტიაგოს ქუჩებში განათლების სისტემის რეფორმირების მოთხოვნით გამოვიდა.

სტუდენტები პოლიციას ქვებს და ჯოხებს უშენდნენ. პოლიციასა და სტუდენტებს შორის მორიგი დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცხენები გამოიყენეს. პოლიციის განცხადებით, 15-მდე აქტივისტი დაკავებულია.

სტუდენტთა პროტესტი პირველად 5 წლის წინ აღმოცენდა და რეფორმების მოთხოვნა მას შემდეგ უცვლელი დარჩა.

ჩილეს ახლანდელმა პრეზიდენტმა მათ ხარჯების გადაანგარიშება და ამის საფუძველზე ცვლილებები აღუთქვა, თუმცა, აქციის ლიდერების თქმით, ეს საკმარისი არ არის.

ჩილეს ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით, აქციებში მონაწილეობას როგორც მინიმუმ 25000 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები