ქალიშვილობის ფესტივალი

ზულუსების მეფე გუდვილ ზველეტინი წუხს, რომ არასწორად გადაღებულმა ფოტოებმა შეიძლება მათ კულტურას ჩრდილი მიაყენოს. საქმე ეხება ზულუსების ყოველწლიურ, ქალიშვილობის შესამოწმებელ ფესტივალს, სადაც 25 ათასი მკერდმოშიშვლებული გოგონა მეფე გუდვილისთვის ცეკვავს. ფესტივალი ადრეც არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა უფლებადამცველი ჯგუფის თავდასხმის ობიექტი ჩატარების ფორმის გამო. მონაწილე გოგონები ვალდებული არიან საჯაროდ გაიარონ შემოწმება, რომ მათი ქალიშვილობა საჯაროდ დადასტურდეს. გარდა იმისა, რომ ეს ზულუსების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, მეფე გუდვილის თქმით, იგი ახალგაზრდებს არასასურველი ორსულობისა და შიდსისაგან იცავს
 

კომენტარები