გაუქმებული ჯავშნები და დამატებითი ზარალი - როგორ მოატყუა მთავრობამ ტურისტული სექტორიტურისტულმა კომპანიამ, Global Tour Georgia-მ 9 მაისს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული დოკუმენტი მიიღო, სადაც ეწერა, რომ 1 ივლისს საზღვრები აუცილებლად გაიხსნებოდა და შეეძლოთ, პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებები დაეწყოთ.