ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ქმარმა დახმარებისთვის მისულ გოგოს სცემათბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა კაცს, რომელმაც 21 წლის გოგო ქუჩაში სცემა. ის მარიამ ჯუღელს თავს იმის გამო დაესხა, რომ გოგომ ოჯახში ძალადობის დროს მისი ცოლის დახმარება სცადა. მინიმუმ, სასამართლოს განხილვების დასრულებამდე, სავარაუდო მოძალადე თავისუფალია.