რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ იერიშის შედეგად რუსეთის 51-ე არმიის მეთაური მოკლა – მედია

რუსეთის პრეზიდენტის სამსახური

გამოცემა Kyiv Independent რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში რუსეთის სამხედრო სამეთაურო პუნქტზე უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი მილჩაკოვი მოკლეს.

გავრცელებული ცნობებით, მილჩაკოვი 26 აგვისტოს მომხდარ ზუსტ დარტყმას ემსხვერპლა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა მეორე დღეს დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე იერიშები მიიტანეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ დარტყმის შედეგად სამეთაურო პუნქტები განადგურდა, ხოლო რუს ოფიცრებს შორის "მძიმე დანაკარგების" შესახებ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობდა.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Важные истории-ს ცნობით, მილჩაკოვის სიკვდილის დადასტურების შემთხვევაში ის უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლული 23-ე რუსი გენერალი იქნება.

მილჩაკოვის ძალები დონეცკის ოლქში, მათ შორის, ავდიივკის, ნიუ-იორკისა და სხვა დასახლებების მიმართულებებზე მოქმედებდნენ. რუსული მედიის ცნობით, მას 2024 წელს რუსეთის გმირის წოდებაც მიენიჭა.

რუსეთს მილჩაკოვის სიკვდილი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

კომენტარები

✕
✕