რეკლამა

რა ტიპის სერვისები შეიძლება დაგვჭირდეს მოგზაურობისას და როგორ მივიღოთ მარტივად (რ)

უცხო ქვეყანაში ვიზიტი საინტერესო და აღმაფრთოვანებელი გამოცდილებაა. ახალ ადგილებს ვნახულობთ, ვიცნობთ იქაურ ადამიანებს, განსხვავებულ კულტურას ვეცნობით - ეს ყველაფერი სახალისო და შთამბეჭდავია, თუმცა გარკვეულ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. განსაკუთრებით, მაშინ, თუ ამ სიტუაციაში პირველად აღმოჩნდით და არ იცით, როგორ მოიქცეთ. იმისთვის, რომ ეს პრცესი თქვენთვის ნაკლებად სტრესული იყოს და სირთულეებთან გამკლავება მარტივად შეძლოთ, შეგიძლიათ, აითვისოთ ყველა ის რესურსი, რომელსაც თანამედროვე კომპანიები მოგზაურობისას გვთავაზობენ. 

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, რა ტიპის მომსახურება შეგვიძლია მივიღოთ ასეთ დროს, რათა ლოჯისტიკური საკითხების ნაცვლად, სასიამოვნო მომენტებზე შევძლოთ კონცენტრირება. 

როუმინგ ინტერნეტი

დღესდღეობით ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. გამონაკლისი არც მოგზაურობაა. საზღვარგარეთ ყოფნისას კიდევ უფრო ხშირად გვინდება საძიებო სისტემის გახსნა და რაღაცების „დაგუგვლა”.  ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს სტაბილური კავშირი ინტერნეტთან. ამისთვის წინასწარ შეიძინეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული როუმინგ ინტერნეტ პაკეტი. სასურველი ალტერნატივის პოვნას მარტივად შეძლებთ დღეების რაოდენობისა და ლოკაციის მიხედვით. დღეს სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება სირთულეს აღარ წარმოადგენს. ამას მარტივად იზამთ სახლიდან გაუსვლელად ვირტუალური ბარათის დახმარებით. 

როგორ დავუკავშირდეთ გარშემო მყოფებს

ინტერნეტთან კავშირი კომუნიკაციასაც გაამარტივებს, თუმცა ზოგჯერ მაინც გვიწევს ტელეფონზე დარეკვა, რადგან ისეც ხდება, რომ მეორე მხარეს ინტერნეტთან წვდომა შეიძლება არ ჰქონდეს. ასეთ დროს იძულებულები ვართ, ზარი გავუშვათ. საერთაშორისო ზარების შემთხვევაში, ხშირად კოლოსალურ ტარიფებს ვაწყდებით. ზედმეტი დანახარჯი რომ თავიდან აირიდოთ, გირჩევთ, სხვა ალტერნატივას მიმართოთ. 

mobineX-ის აპლიკაციის დახმარებით, შესაძლებელია დარეკვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე ისე, რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა. აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ 10 წუთის განმავლობაში უფასოდ შეგიძლიათ ესაუბროთ ადრესატს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, შემდეგ კი მარტივად დაიმატებთ წუთებს საჭიროებიდან გამომდინარე.

როგორ მოვაგვაროთ ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები

ალბათ, მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო დასაწყისი რეისის შეფერხება ან გადადებაა. გამოცდილმა მოგზაურებმა კარგად იციან, რომ ეს არცთუ იშვიათი მოვლენაა. თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ფრენის კომპენსაცია. 

პირველ რიგში, აუცილებლად დაუკავშირდით ავიახაზებს, რათა შეფერხების ზუსტი მიზეზი გაარკვიოთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცხადი გახდება, გეკუთვნით, თუ არა კომპენსაცია. იმ შემთხვევაში, თუ პირობებს აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ, დახმარებისთვის FlyHelp-ს მიმართოთ. 

როგორ გადავლახოთ ენობრივი ბარიერი

ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. მათგან ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ორივე მხარეს ესმოდეს ერთმანეთის. თუ მათ სალაპარაკო ენას არ ფლობთ და ვერც სხვა საერთაშორისო ენაზე შედგა საუბარი, ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი სათარგმნი აპლიკაციების გამოყენებაა. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მარტივად გადალახავთ ენობრივ ბარიერს. 

უცხო ქუჩებში ნავიგაცია

მოგზაურობისას კიდევ ერთი სირთულე გზის გაგნება შეიძლება აღმოჩნდეს. უცხო ქუჩებში ნავიგაცია მარტივი არაა. საბედნიეროდ, დღეს ამისთვის არსებობს სხვადასხვა აპლიკაცია, რომელთა დახმარებითაც იოლად მიაგნებთ ნებისმიერ ადგილს. ეს სერვისები ტურისტის ყოველდღიურობას ამარტივებს და სტრესისგან და შიშისგან გვათავისუფლებს. 

შეჯამება

მოგზაურობის დროს ბევრ ისეთ რამეს შეიძლება გადავაწყდეთ, რაც ჩვენთვის უცხოა და ვერ ვხვდებით, როგორ მოვიქცეთ. თუ წინასწარ მოემზადებით და გეცოდინებათ, როდის, რომელი სერვისი გამოიყენოთ, ნაკლებად ინერვიულებთ. იმედია, ჩვენი რჩევები დროის კიდევ უფრო სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.
 

კომენტარები