გორში, წმინდაწყალზე ორ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი კი დაიჭრა. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
ადგილობრივი გამოცემა ქართლის ამბების ინფორმაციით, მამა-შვილს, წმინდაწყალზე, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე იარაღიდან ესროლეს. 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მამა კი დაიჭრა.
გამოცემას ადგილზე უთხრეს, რომ დაპირისპირება წინა დღეებში დაიწყო და დღეს მკვლელობით დასრულდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.