ევროვიზია 2025

ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია სიმღერა Freedom-ით წარმოადგენს [VIDEO]

ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარმოადგენს.

ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე გამოქვეყნდა სიმღერა, რომლითაც საქართველო კონკურსზე წარდგება.

შენგელია მეორე ნახევარფინალში მონაწილეობას 15 მაისს მიიღებს, ევროვიზია წელს შვეიცარიაში გაიმართება.

2024 წელს ქართული ოცნების საარჩევნებისწინა კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტები ტარდებოდა, სადაც სხვადასხვა მომღერლები, მათ შორის მარიამ შენგელია მონაწილეობდნენ.

კომენტარები