ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის მხარდასაჭერად ჯარს გაგზავნის

კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი
pravda.ua

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის აზრით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის მხარდასაჭერად ჯარს გაგზავნის.

ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კიმ იონგ ჰენმა ილაპარაკა:

"ვინაიდან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო კავშირს გავს, უკრაინაში ჯარის გაგზავნის ალბათობა მაღალია". 

ბოლო პერიოდში რუსეთ და ჩრდილოეთ კორეა ურთიერთობის გამყარებით არის დაკავებული. 2024 წლის ივნისში ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც გულისხმობს. 

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ დონეცკის მახლობლად რამდენიმე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო დაიღუპა. თავდაცვის მინისტრ კიმის აზრით ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

კომენტარები