რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში მოკვდა კაზაკთა დანაყოფის მეთაური, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა

ვლადიმირ გავრილენკო

რუსეთის მხარეს მებრძოლი დონის კაზაკთა სხვადასხვა გვერდები წერენ, რომ 12 ივნისს უკრაინაში მოკვდა ქვედანაყოფი აკსაის მეთაური, ვლადიმირ გავრილენკო, ზედმეტსახელად ჩიპი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაც იბრძოდა.

არსებობს რამდენიმე წყარო, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრილენკო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში, 90-იან წლებში იბრძოდა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს შრაპნელითაც დაიჭრა. კაზაკური მედიასაშუალებები წერენ, რომ გავრილენკო ცხინვალის რეგიონში 1993 წელს იბრძოდა, თუმცა ამ დროს, ამ რეგიონში კონფლიქტის მასშტაბი უკვე შემცირებული იყო.

დონის კაზაკთა ვებგვერდზე წერენ, რომ გავრილენკო უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში 2022 წელს ჩაერთო, ქვედანაყოფი დონის რიგებში. ის დაიჭრა, მიიღო ჯილდო "სიმამაცისთვის". რეაბილიტაციის შემდეგ დანიშნეს ქვედანაყოფი აკსაის მეთაურად.

 

კომენტარები