ირანული მედია: ირანმა ჰუსიტებს წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები გადასცა

 ncr-iran.org

ირანული მედიის ცნობით, ირანმა იემენელ ჰუსიტებს წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები სახელად Ghadr მიაწოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim News ავრცელებს, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან აფილირებული გამოცემაა. ირანი ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული სამხედრო დაჯგუფებების აქტიური სპონსორია. აქამდე ირანს არასდროს დაუდასტურებია ინფორმაცია ჰუსიტების იარაღით მომარაგების ან დაფინანსების შესახებ.

ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდგომ ჰუსიტები თავს ესხმიან კომერციულ ხომალდებს, რომელიც ისრაელთან ან დასავლეთთანაა დაკავშირებული, წითელ ზღვაში და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში. 

კომენტარები