საქართველომ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 3-წლამდე გაზარდა

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 3-წლამდე გაზარდა.

შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის მიღებულ N255 დადგენილებაში "იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა".

ცვლილების შედეგად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ.

მანამდე ეს უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და დარჩენა 1 წლით შეეძლოთ, 2023 წლის თებერვალში კი ეს ვადა 2-წლამდე გახანგრძლივდა.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში და ვრცელდება მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ამასთან, უცვლელი დარჩა სია დანარჩენი ქვეყნებისა, რომლებთანაც უვიზო ყოფნის რეჟიმი 1 წლის ვადით მოქმედებს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის.

კომენტარები