აშშ-საქართველო-რუსეთი

შაჰინი: საქართველო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე იყო

შავი ზღვის კრიტიკული რეგიონი ყოველთვის საინტერესო იყო და პირველად მას მაშინ გავეცანი, როცა 2012 წელს საქართველოში ვიმოგზაურე. საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ, სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი იყო და არის ვლადიმირ პუტინის ყურადღების ცენტრში, რომელიც მის აგრესიულ დღის წესრიგს და ისტორიის რევიზიას ახორციელებს...

2008 წელს პუტინმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია განახორციელა, რადგან საქართველო დემოკრატიისკენ მიიწევდა. 2014 წელს მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა ნათლად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის წევრობას. 2022 წელს პუტინი კიდევ უფრო მეტად შეიჭრა უკრაინაში, როდესაც მიხვდა, რომ მისი მჩაგვრელი ტაქტიკა არ მუშაობდა. შავი ზღვა მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაში ხედავს. ზოგი [შავ ზღვას] მის ტბასაც უწოდებს. ის მას იმპერიის ისტორიულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაწილად აღიქვამს. მაგრამ შავი ზღვა ასევე არის სახლი NATO-ს სამი და ორი ასპირანტი ქვეყნისა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როდესაც იქ რუსეთის ქმედებები წინააღმდეგობის გარეშე ხორციელდება, ეს გავლენას ახდენს ამ ქვეყნების უსაფრთხოებასა და ეკონომიკებზე. ეს პირადად დავინახე ამ წლის დასაწყისში რუმინეთსა და საქართველოში ვიზიტის დროს და როგორც უკრაინის ელჩმა, ოქსანა მაკაროვამ გამიზიარა, ის რაც ხდება შავ ზღვაში, არ რჩება შავ ზღვაში... 

ისაუბრა აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, ჯინ შაჰინმა შავი ზღვის რეგიონის მდგომარეობაზე მსჯელობისას. 

კომენტარები