რუსულ აეროდრომ "ენგელსისთვის" თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დახატული ბომბდამშენები შენიშნეს. პროექტ The War Zone-ის ექსპერტები გამოსახულებების რაობაზე მსჯელობისას რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ - მათ შორის, არის ბომბდამშენების მაკეტები, თუმცა, რადგან ფოტოებზე საერთოდ არ ჩანს ჩრდილი, დიდი ალბათობით, აეროსადგურზე თვითმფრინავები უბრალოდ დახატეს.
ფოტოზე ჩანს, რომ გადაღების მომენტში, ერთი ნახატი დასრულებულია - მეორე კი დაუსრულებელი. The War Zone მიიჩევს, რომ ნახატების მიზანი მოწინააღმდეგისთვის კვალის არევაა.