რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შავი ზღვის გავლით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი ჩავიდა

სატვირთო გემი Aroyat ერთ-ერთი პირველია, რომელმაც უკრაინის პორტში შავი ზღვის ახალი დერეფნის გამოყენებით მიაღწია
By Kathryn Armstrong, BBC News

შავი ზღვის გავლით ახალი მარშრუტით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი ჩავიდა.

უკრაინის ჩორნომორსკის პორტის ადმინისტრაცია შავი ზღვის გავლით ახალი მარშრუტით ნავსადგომში ორი სატვირთო გემი შევიდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთთან  მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ სამოქალაქო გემებმა უკრაინის პორტს მიაღწიეს.

სატვირთო ხომალდები, რომლებიც ჩორნომორსკის პორტში შევიდნენ, 20 000 ტონა ხორბლით დაიტვირთებიან და პროდუქტს მსოფლიო ბაზარს მიაწვდიან. Უკრაინის Ვიცეპრემიერის, ოლექსანდრ კუბრაკოვის თქმით, გემებმა - Resilient Africa-მ და  Aroyat-მა ოკეანეთის კუნძულოვანი ქვეყნის, პალაუს დროშით გაცურეს, Ხოლო, მათი ეკიპაჟი უკრაინელებისგან, თურქებისგან, აზერბაიჯანელებისა და ეგვიპტელებისაგან შედგებოდა. Სატვირთო გემმა Aroyat-მა ახალი დერეფნის გამოყენებით ერთ-ერთმა პირველმა მიაღწია უკრაინის პორტამდე.

Აქამდე დერეფანი მხოლოდ უკრაინიდან გამგზავრებული გემებისათვის გამოიყენებოდა. Რუსეთის შეჭრამ 2022 წლის თებერვალში დაბლოკა უკრაინის შავი ზღვის პორტები, შესაბამისად, 20 მილიონი ტონა მარცვლეულიც, რომელიც ექსპორტისათვის იყო განკუთვნილი. Ამ ყოველივემ საბოლოოდ სურსათის მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია. საფრთხე შეექმნა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც უკრაინიდან მნიშვნელოვანი ოდენობის საკვებს იმპორტირებდნენ.  Ხსენებულ ქვეყნებს შორის არიან ავღანეთი, იემენი, სუდანი, ეთიოპია, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანესია უკრაინიდან საკვების იმპორტირება.

გარკვეული დროის განმავლობაში, მარცვლეულის გადაადგილებას თურქეთის შუამავლობით კიევსა და მოსკოვს შორის დადებული შეთანხმება არეგულირებდა, თუმცა ეს ხელშეკრულება რუსეთმა გასულ თვეებში დატოვა.

Როგორც უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, გემები ხორბალს ეგვიპტესა და ისრაელს მიაწვდიან.

კომენტარები