რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას არ ეთანხმება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანია უკრაინისთვის კასეტური შეიარაღების გადაცემას არ ეთანხმება. გერმანიის პოზიცია გამომდინარეობს კასეტური შეიარაღების შესახებ 2008 წლის კონვენციიდან, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერიც თავადაა. კონვენცია კასეტური იარაღის გამოყენებას, წარმოებას და გადაცემას კრძალავს.

NATO-ს სხვა წევრებიც, რომლებიც კონვენციის ხელმომწერები არიან, აშშ-ს გადაწყვეტილებისგან დისტანცირდებიან. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი კასეტური იარაღების შესახებ 2008 წელს მიღებული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოა და უკრაინისთვის კასეტური ბომბების მიწოდებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა ლონდონში, ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ისაუბრეს. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ აშშ მზადაა, უკრაინა კასეტური შეიარაღებით მოამარაგოს. ადამიანის უფლებების და შეიარაღების კონტროლის მრავალი ჯგუფი კასეტურ იარაღს საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. კასეტური ბომბი შესაძლოა ასობით მცირე ბომბს შეიცავდეს, რაც ეფექტურია მტრის ძალების დიდი კონცენტრაციის განადგურებისთვის, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

11-12 ივლისს გამართულ NATO-ს სამიტზე გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა დახმარების ახალ პაკეტზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინას 700 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიაწვდიან.

კომენტარები