საქართველო-რუსეთი

"საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს" – რუსული სამთავრობო მედია

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ათასობით რუსი საქართველოში შემოვიდა
CNN

რუსული სამთავრობო მედია, Ria Novosti აქვეყნებს სტატიას, სათაურით "საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს", რომელშიც მიმოხილულია რუსეთიდან იმპორტის მონაცემები და ზოგადად, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, პირველ კვარტალში ქვეყანამ თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები მესამედით გაიზარდა, თბილისმა კი ნავთობპროდუქტები $250 მილიონად იყიდა, საიდანაც რუსულ იმპორტზე $168 მილიონი მოდიოდა.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, შავი ოქროს იმპორტი 275%-ით გაიზარდა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა და შესაბამისად, $467 მილიონს გადააჭარბა.

ავტორი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ "მოსალოდნელზე მეტად, კატეგორიული უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე".

"ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური სკანდალი, კიევმა თბილისი ღალატში პირდაპირ დაადანაშაულა: ამბობდნენ, რომ [საქართველოს] ღიად უჭერდნენ 2008 წელს მხარს.

მიუხედავად ძლიერი რუსოფობიისა, რომელიც ჭარბობს მოსახლეობის ნაწილს შორის, ქართველი პარლამენტარები ბევრად უფრო გამჭრიახები აღმოჩნდნენ, ან შესაძლოა, ისინი უბრალოდ უკეთესები არიან მათემატიკაში.

პარლამენტმა ფაქტობრივად უგულებელყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყველა რუსოფობიური თავდასხმა და ხელიც არ შეუშალა პირდაპირი ფრენების აღდგენას, რომელიც ვლადიმირ პუტინის პირადი ინიციატივით დაიწყო". – ვკითხულობთ სტატიაში.

ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდა, "მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე მეტი აქვს გატარებული კიევის დინამოში".

"სულ რაღაც ერთი თვის წინ განვიხილავდით მნიშვნელოვან პროექტს რაშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის დასაკავშირებლად, რომელიც რეალურად ქმნის პირდაპირ სატრანსპორტო დერეფანს რუსეთიდან ირანის გავლით ინდოეთის პორტ მუმბაიმდე.

შემდეგ ჩვენ ვახსენეთ ქართული მიმართულების პოტენციალი, რასაც მაშინ კითხვის ნიშანი დავუსვით. ივნისის ბოლომ კი აჩვენა, რომ ჩვენი დიპლომატები და ენერგეტიკოსები ტყუილად არ ჭამენ პურს. თუ ვიმსჯელებთ ენერგიის იმპორტის ცვლილებების დინამიკით, შეიძლება ველოდოთ სხვა სახელმწიფოთაშორისი პროექტების გალღობასაც. კრიტიკულია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უაღრესად მომგებიანი საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის.

მოსკოვისა და თბილისის საკმაოდ ბუნდოვანი ურთიერთობების გათვალისწინებით, მით უფრო სასიამოვნოა დაკვირვება: მეგობრობას თუ არა ჯანსაღ პრაგმატიზმს ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე თვითმკვლელობის ტოლფას ხტუნაობას სანქციების ორმოში და სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას". – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები