უნგრეთი-უკრაინა

უკრაინა რუსეთის ეკლესიის შუამავლობით ტყვეების გათავისუფლებას უნდა გვიმადლოდეს – უნგრეთი

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანისა და ვიცე-პრემიერის, ზოლტ სემიენის თქმით, უკრაინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით ტყვეების გათავისუფლებას უნგრეთს უნდა უმადლოდეს. ვიცე-პრემიერი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გამოძახებას მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ბუდაპეშტი და მოსკოვი 11 უკრაინელი სამხედრო ტყვის გათავისუფლებაზე კიევის ცოდნის გარეშე შეთანხმდნენ.

პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უკრაინამ უნგრეთს მადლობა უნდა გადაუხადოს.

"11 ტრანსკარპათი აღარ არის ომის სამხედრო ტყვე, არამედ თავისუფალია. მე რომ უკრაინის წარმომადგენელი ვიყო, მადლობას ვიტყოდი ამისათვის" - თქვა ვიცე-პრემიერმა.

8 ივნისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თქმით, "ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში" და უნგრული მხარის მოთხოვნით, ტრანსკარპათული წარმოშობის უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, რომელიც საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობდა, უნგრეთს გადაეცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, უკრაინის მთავრობა უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული არ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს.

კომენტარები