ვაშაძე: გარანტი ვარ, ნორმალური მთავრობის პირობებში უკრაინა დააყენებს ჩვენს NATO-ში ინტეგრაციას

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ვითარებაში რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვართ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების იოტისოდენა შანსს არ ტოვებს ქართული ოცნება. ზეპირად იტყვი თუ არა "მოგვეცით კანდიდატის სტატუსი" მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რას აკეთებ. რეფორმების კუთხით არაფერს აკეთებ, პოლიტიკური თვალსაზრისით ღიად ამბობ, რომ "მე ვარ რუსეთისკენ" და მთლიანად შემოტრიალდი ევროინტეგრაციიდან რუსული ინტეგრაციისკენ.

[...] მათ (ქართულ ოცნებას) უნდა, რომ საქართველო იყოს რუსეთის გავლენის ორბიტაში, რომ ხელისუფლება აქ არ შეიცვალოს არასდროს. ჰქონდეთ ავტორიტარული, ოლიგარქული ძალაუფლება გარანტირებული, ძარცვონ ეს ქვეყანა, ააცდინონ ნატოში ინტეგრაციას და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან გადალაპარაკების საგნად აქციონ. რუსეთი ტერიტორიულ მთლიანობას თავისი ხელით არ აღგვიდგენს. 

ერთადერთი შანსი არის უკრაინის გამარჯვება. მე ვარ გარანტი, რომ ნორმალური ხელისუფლება თუ გვეყოლება, უკრაინა თვითონ დააყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ნატოში საქართველოში ინტეგრაციის საკითხს. სამი კვირის წინ ვიყავი კიევში და ამაზე გვქონდა საუბარი. 

 თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტვ პირველთან საუბრისას. 

კომენტარები