აქუიუს ატომური ელექტროსადგური

ერდოღანი: თურქეთი გადავიდა ბირთვული ენერგეტიკის მქონე მსოფლიოს ქვეყნების ლიგაში

Murat Cetinmuhurdar/Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ბირთვული საწვავის პირველი მიწოდებით აქუიუს ატომურმა ელექტროსადგურმა ოფიციალურად მიიღო ბირთვული ობიექტის სტატუსი. ამის შესახებ ერდოღანმა ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე დისტანციურად მიმართვისას ისაუბრა.

"ბირთვული საწვავის მიწოდებით აქუიუს ატომურმა ელექტროსადგურმა ბირთვული ობიექტის სტატუსი მიიღო. მართალია, 60-წლიანი დაგვიანებით, თუმცა, თურქეთი გადავიდა ბირთვული ენერგეტიკის მქონე მსოფლიოს ქვეყნების ლიგაში". - თქვა ერდოღანმა.

მერსინის პროვინციაში ბირთვული სადგურის მშენებლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება თურქეთმა და რუსეთმა 2010 წლის მაისში გააფორმეს. სადგურის პირველი ბლოკის მშენებელობა კი 2018 წლის აპრილში ჩაეყარა დაიწყო.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში 422 მოქმედი ბირთვული რეაქტორია, მათ შორის, 57 ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. მისივე თქმით, ევროკავშირი ელექტროენერგიის 25%-ს სწორედ ბირთვული წყაროებიდან იღებს.

"გასულ წელს ევროკომისიამ ბირთვული ენერგია "მწვანე ენერგიად" აღიარა და გააქრო ეჭვები ამ საკითხზე. აქუიუს გახსნასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა ამ განვითარების გზის ნაწილი გახდა". - თქვა ერდოღანმა.

გარდა ამისა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ აქუიუს ატომური ელექტროსადგური თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიციაა. მისი თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს თურქეთში წელიწადში 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებას. ასევე, ბირთვული სადგურის ამოქმედება დადებითად აისახება ეროვნული შემოსავლის ზრდაზე.

მოსალოდნელია, რომ  აქუიუს ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიის წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.

კომენტარები