რუსული კანონი

ღარიბაშვილი 7-8 მარტის აქციებზე: პოლიციამ ღონისძიება სუფთად ჩაატარა, არავინ დაშავებულა

ამერიკაში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალია ადამიანი გაუშვეს ციხეში. 4 ადამიანი ადგილზე მოკლეს. ევროპის ქვეყნებში ხედავთ, რაც ხდება, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ. დღეს გვეუბნებიან, თურმე, მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი, ანარქისტები ქვებს რომ უშენენ პოლიციას, ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება.


თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალები მოქალაქეთა წინააღმდეგ 2 დღის განმავლობაში წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და სხვა საშუალებებს იყენებდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მან მიღებული დაზიანების გამო მხედველობა დაკარგა. დარბევის დროს დაშავდა ათობით მოქალაქე.

კომენტარები