ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ლაზარე არცერთ პარტიას არ მიეკუთვნება, ვერ იტანს უსამართლობას

ჩემზე ამბობდნენ, რომ კონფლიქტი ჰქონდა ლაზარეს მამასთან, მე ჩემ შვილთან კონფლიქტი არ მქონია. ყოველთვის ეუბნებოდი, შვილო, ეს შენი ვიზუალი საქართველოში ცხოვრებას გაგიფუჭებს და არ მიჯერებდა. ზუსტად ამ ვიზუალმა უქნა ლაზარეს, რაც უქნა. თორემ არანაირი დამამტკიცებელი არ აქვთ – დაგვიმტკიცონ, რომ ლაზარე აკეთებდა რაიმე ცუდს.

თუნდაც გაეკეთებინა – ძალადობა გამოიწვია სხვა ძალადობამ. ლაზარე არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ პარტიას. საერთოდ არავინ აინტერესებს. არის თანამედროვე ახალგაზრდა. აქვს თავის ცხოვრება, უბრალოდ ყოველთვის, როცა უყურებდა ტელევიზორში, რომ რობოკოპები დასარბევად ემზადებიან, გამორბოდა მაშინვე აქციაზე. ვერ იტანს ამ უსამართლობას, უნდოდა ახალგაზრდების გვერდით დადგომოდა. ძალადობამ დაბადა მეორე ძალადობა, თუ ამბობენ, რომ ლაზარემ გააკეთა, მაგრამ მე არ მინახავს.

თქვა დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მისი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით გამართულ აქციაზე.

კომენტარები