რუსეთი-აშშ

რუსეთი ახალ საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ აშშ-ს ასახელებს

31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ახალ ვერსიას მოაწერა ხელი, რომელიც აშშ-ს რუსეთის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ ასახელებს. 

"მოსკოვი ვაშინგტონის კურსს განიხილავს, როგორც რისკების მთავარ წყაროს საკუთარი და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და მთლიანად კაცობრიობის სამართლიანი განვითარებისთვის". - წერია დოკუმენტში. 

42-გვერდიან დოკუმენტში ასახულია მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზნები, რომელთა შორისაა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება მოკავშირეებთან და აშშ-ს დომინირების აღმოფხვრა მსოფლიო საქმიან უერთიერთობებში. 

დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი ხედავს "მსხვილი ქვეყნების მონაწილეობით კონფლიქტების გამწვავების რისკებს, ასევე მათ ესკალაციას ადგილობრივ ან გლობალურ ომში. ძლიერების ფაქტორი სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს".

კომენტარები