რუსული კანონი

ტაბულას ჟურნალისტის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 19 აპრილს გამოაცხადებს

ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 19 აპრილს გამოაცხადებს. სასამართლომ განაჩენის გამოცხადების თარიღის შესახებ გადაწყვეტილება 14-საათიანი ლოდინის შემდეგ გამოაცხადა.

"ამ შენობაში ვარ 14 საათია, 14 საათის შემდეგ გამაგებინეს, რომ 19-ში გამოცხადდება ეს განაჩენი". – თქვა ბექა ჯიქურაშვილმა.

ბექა ჯიქურაშვილი პუბლიკის დირექტორთან, ზურა ვარდიაშვილთან ერთად 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

ზურა ვარდიაშვილის პროცესი მოსამართლეს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.

ტაბულას ჟურნალისტი და პუბლიკის დირექტორი რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებულია, რის შემდეგაც, ისინი ხელწერილით გაათავისუფლეს. 

კომენტარები