მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ოთხ ქართველს პატიმრობა დაუსწრებად შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Медиазона ავრცელებს.
ბრალდების მიხედვით, ქართული ეროვნული ლეგიონის ოთხ წევრი: ლაშა რუხია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ბექა აპრესოვი უკრაინის მიერ არიან დაქირავებულები რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად. სასამართლომ მათი დაპატიმრების შესახებ განაჩენი 3 მარტს გამოიტანა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ საჯარო 22 მარტს გახდა.
ბრალდება, რუსეთის სსკ-ს 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასჯელის სახით 3-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.