რუსეთის უვიზო მიმოსვლა

ივანოვი: რუსეთი 11 ქვეყენასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს ამზადებს

რუსეთის საგარემო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი ივანოვის თქმით, რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებს ამზადებს. შეთანხმებაში შემავალ ქვეყნებს შორის იქნება: საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰამის კუნძულები, მალაიზია და მექსიკა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

“ჩვენ ვამზადებთ სამთავრობათაშორისო შეთანხმებების პროექტს [რუსეთის] მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რიგ ქვეყნებთან. მათ შორისაა ბაჰრეინი, ომანი, საუდის არაბეთი, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ჰაიტი, ზამბია, ქუვეიტი, მალაიზია, მექსიკა, ტრინიდადი და ტობაგო. შეთანხმებები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა.” - თქვა ივანოვმა TASS-თან საუბრისას.

ივანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეთანხმების მიღწევის შესახებ “საზოგადოებას აუცილებლად აცნობებს”.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სათათბიროს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავდა.

კომენტარები